მიზანი

ბოლო წლებში ორივე ქვეყანამ განავითარა მეგობრული ურთიერთობები დიპლომატიის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში. მჯერა, რომ ეს ძმური თანამშრომლობა უფრო და უფრო აქტიურდება და მეც მინდა ვიყო მისი ნაწილი!

ეს პროექტი განკუთვნილია დიალოგისთვის მხარის დასაჭერად. დიალოგისთვის, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უფრო დაახლოვდეს ორი ქვეყანა, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები ერთმანეთს და შექმნან საერთო მომავალი!

მოგზაურობის დროს შევეცდები შევხვდე ლიეტუველ და ქართველ ადგილობრივ საზოგადოებას, ორივე ქვეყნის დიპლომატებს, მოვინახულო ლიეტუვისა და საქართველოს ნაკვალევები პოლონეთსა და უკრაინაში და იქნებ მეც დავტოვო ჩემი ნაკვალევი!