ჩემს შესახებ

ნიკო ამირგულაშვილი – ლიეტუვის ქართველი

დავიბადე და გავიზარდე ვილნიუსში, ლიეტუვაში, ქართველების ოჯახში. ჩემი ცხოვრების მთელი 23 წლის განმავლობაში ვიზრდებოდი ორი კულტურით გარშემორტყმული. დავამთავრე ვილნიუსის წმ. ქრისტოფერის გიმნაზია, ხოლო გასულ წელს გავხდი ბიზნესის მართვისა და ანალიტიკის ბაკალვრიატის კურსდამთავრებული ISM-ის მართვისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში. ამავდროულად, მუდმივად ვინარჩუნებდი კონტაქტს ნათესავებთან საქართველოში და ოჯახში ვსაუბრობდი ქართულად. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარ ორივე ქვეყნის ელჩი. მე შთაგონებული ვარ ლიეტუვისა და საქართველოს მსგავსებებითა და განსხვავებებით, მჯერა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა, ხოლო ჩემი როლი კი სწორედ ამაში დახმარებაა. მსურს ლიეტუვისა და საქართველოს შორის ხიდების აშენებაში წვლილის შეტანა!

ამავდროულად ვარ ლაშქრობის მოყვარული, უკვე ხუთი წელიწადია. მომწონს დროის ბუნებაში გატარება, ზოგჯერ სამყაროდან გაქცევა და საკუთარ ფიქრებში ჩაძირვა, ხანდახან კი, უბრალოდ,  დროის კარგ კომპანიასთან ერთად გატარება. ვიცი, თუ რას ნიშნავს ლაშქრობა 20, 50, ან თუნდაც 100 კილომეტრის მანძილზე, მთელი დღის განმავლობაში. ბოლოს დიდი მოგზაურობა მოვაწყვე 2018 წლის სექტემბრის თვეში, როდესაც გადავწყვიტე გამევლო ლეგენდარული Camino de Santiago-ს გზა ესპანეთში. ზურგს უკან მოვიტოვე 800 კილომეტრი!