მოგზაურობის დეტალები

მარშრუტი

მანძილი: 2000 კილომეტრზე მეტი

გავემგზავრები ლიეტუვიდან პოლონეთისკენ, სეინუს (Sejny)-ს გავლით. ვიმოძრავებ სამხრეთით, ლუბლინისკენ, უკან ჩამოვიტოვებ ავგუსტოვს (Augustow) და ბელოსტოკს (Bialystok). როდესაც ლუბლინის უნიის 450 წლისთავის აღვნიშნავთ, ვიმოძრავებ სამხრეთ-აღმოსავლეთით ლვოვისაკენ (Lviv). გზად ოდესასკენ შევჩერდები დიდ ქალაქებში: ტერნოპოლში (Ternopil), ხმელნიცკიში (Khemlnitskyi) და ვინიცაში (Vinnytsia). ოდესაში (Odessa) ჩასვლის შემდეგ, ბორანით გავცურავ ბათუმში, საიდანაც საქართველოს სამხრეთი ნაწილის გავლით წავალ თბილისისკენ.

ხანგრძლივობა

მოგზაურობა უნდა გაგრძელდეს 3 თვემდე, იმის გათვალისწინებით, რომ ვგეგმავ საშუალოდ 30 კილომეტრის გავლას დღის განმავლობაში და დასვენებისთვის გამოვყოფ 8-9 დღეს. ასევე, არ შეიძლება გამოირიცხოს მარშრუტის დაგეგმვის ხარვეზები. მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა გარემოებების: ადგილობრივი, არასასურველი ამინდის პირობების გამო.

ღამისთევა

მოგზაურობის დროს გავჩერედები როგორც მეგობრებთან და ნაცნობებთან, ასევე სასტუმროებში/საოჯახო სასტუმროებში და კარავში, რომელიც მუდმივად თან მექნება.

ტემპერატურა

მთელი მოგზაურობის განმავლობაში საშუალოდ მოსალოდნელი ტემპერატურაა დღის განმავლობაში 20-25 , ხოლო ღამით 10-14 გრადუსი ცელსიუსი.